თემთა პალატამ დიდი ბრიტანეთის ევროკავშირიდან გამოსვლის თაობაზე კანონპროექტი მესამე მოსმენით დაამტკიცა

თემთა პალატამ დიდი ბრიტანეთის ევროკავშირიდან გამოსვლის თაობაზე კანონპროექტი მესამე მოსმენით დაამტკიცა

დიდი ბრიტანეთის პარლამენტის თემთა პალატამ გუშინ, მესამე მოსმენით დაამტკიცა კანონპროექტი გაერთიანებული სამეფოს ევროკავშირიდან გამოსვლის თაობაზე.

შემდეგ ეტაპზე კანონპროექტი განსახილველად დიდი ბრიტანეთის პარლამენტის ლორდთა პალატას გადაეცემა.

კანონპროექტს თემთა პალატის 494 წევრმა დაუჭირა მხარი, 122-ის წინააღმდეგ.

აღსანიშნავია, რომ კენჭისყრისას დეპუტატების ნაწილმა სტვენა დაიწყო, შემდეგ კი ევროკავშირის ჰიმნი იმღერეს.

კენჭისყრის შედეგი ტერეზა მეის მინისტრთა კაბინეტის გამარჯვებაა. კანონპროექტის მიღება მოხდა იმ ცვლილებების გარეშე, რომელსაც ევროკავშირში დარჩენის მომხრე დეპუტატები სთავაზობდნენ.

დიდი ბრიტანეთის უზენაესმა სასამართლომ 24 იანვარს დაადგინა, რომ მთავრობას ქვეყნის ევროკავშირიდან გამოსვლის პროცედურის დასაწყებად პარლამენტის თანხმობა სჭირდება.

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა

"პუტინის მზარეულის" საცეცები მსოფლიო სოციალურ ქსელებში - როგორ მუშაობს რუსული "ტროლების ფაბრიკა"