სერგეი ლავროვი - რუსეთ-საქართველოს შორის ვიზალიბერალიზაციაზე ისეთივე მასშტაბური სამუშაოების ჩატარება, როგორსაც ევროკავშირთან ჰქონდა ადგილი, შეუძლებელია

სერგეი ლავროვი - რუსეთ-საქართველოს შორის ვიზალიბერალიზაციაზე ისეთივე მასშტაბური სამუშაოების ჩატარება, როგორსაც ევროკავშირთან ჰქონდა ადგილი, შეუძლებელია

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვის განცხადებით, რუსეთსა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობის არქონის ფონზე, ვიზალიბერალიზაციის საკითხზე ისეთივე მასშტაბური სამუშაობის ჩატარება, როგორსაც საქართველოსა და ევროკავშირს შორის ჰქონდა ადგილი, შეუძლებელია.

ამის შესახებ ლავროვმა „იზვესტიასთან“ ინტერვიუში განაცხადა.

„საქართველომ გააუქმა ვიზები არამხოლოდ რუსებისთვის, არამედ კიდევ დაახლოებით 100 ქვეყნის მოქალაქეებისთვის, ამასთან, უმეტესწილად - ცალმხრივად. ეს ჩვეულებრივი პრაქტიკაა იმ ქვეყნების მხრიდან, რომელთა მიზანსაც ტურისტების მოზიდვა წარმოადგენს. მაგრამ თანამედროვე სამყაროში, სადაც ტერორისტული და სხვა საფრთხეები სრაფად იზრდება, არ შეიძლება ავტომატური ნაცვალგების პრინციპზე დაყრდნობა. მაგალითად, ევროკავშირის მოქალაქეებმა ჯერ კიდევ 2006 წელს მიიღეს საქართველოში უვიზოდ მოგზაურობის შესაძლებლობა, თუმცაღა, ბრიუსელი მხოლოდ 2012 წელს დასთანხმდა საქართველოს მოქალაქეებისთის ვიზალიბერალიზაციის საკითხზე მოლაპარაკებების დაწყებას და ეს პროცესი მხოლოდ ახლა უახლოვდება დასასრულს. მსგავსი მასშტაბური სამუშაოების ჩატარება რუსეთსა და საქართველოს შორის არარეალურია დიპლომატიური ურთიერთობების არქონის ფონზე. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ უვიზო რეჟმის შემოღება საქართველოს მოქალაქეებისთვის, ორმხრივ საფუძველზე, გამორიცხული არ არის. ჩვენ ღია ვრჩებით ამასთან დაკავშირებული საკითხების ერთობლივი, ყოველმხრივი დამუშავებისთვის. შეგახსენებთ, რომ 2015 წელს ჩვენ მნიშვნელოვნად გავამარტივეთ საქართველოს მოქალაქეებისთვის რუსეთში შესვლის წესები. გასულ წელს საქართველოში ჩვენი ინტერესების სექციის მიერ გაცემული ვიზების რაოდენობა თითქმის გაორმაგდა. ახლა ვმუშაობთ სავიზო რეჟიმის გამარტივებაზე თვითმფრინავების ეკიპაჟებისთვის“, - განაცხადა ლავროვმა.

"ინტერპრესნიუსი"

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა

"პუტინის მზარეულის" საცეცები მსოფლიო სოციალურ ქსელებში - როგორ მუშაობს რუსული "ტროლების ფაბრიკა"