ფილიპინებზე ძლიერი მიწისძვრა მოხდა

ფილიპინებზე ძლიერი მიწისძვრა მოხდა

ფილიპინებზე 6,7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. აღნიშნულ ინფორმაციას აშშ-ის გეოლოგიურ ცენტრზე დაყრდნობით, "როიტერი" ავრცელებს.

სტიქიის ეპიცენტრი ქალაქ ტაისაიდან 2 კილომეტრის დაშორებით დაფიქსირდა. მსხვერპლისა და დაშავებულების ზუსტი რაოდენობის შესახებ ინფორმაცია ამ დროისთვის არ ვრცელდება.

არსებული მონაცემებით, მიწისძვრის შედეგად რამდენიმე დასახლებულ რეგიონს დიდი ზარალი მიადგა.

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა

"პუტინის მზარეულის" საცეცები მსოფლიო სოციალურ ქსელებში - როგორ მუშაობს რუსული "ტროლების ფაბრიკა"