კიევში ქართველი "კანონიერი ქურდი" გელა ქარდავა დააკავეს

კიევში ქართველი "კანონიერი ქურდი" გელა ქარდავა დააკავეს

კიევის პოლიციამ ე.წ. კანონიერი ქურდი, საქართველოს მოქალაქე, 42 წლის გელა ქარდავა დააკავა, რომელიც მძიმე დანაშაულების მუხლებით არაერთხელ არის ნასამართლევი (ყაჩაღობა, ძარცვა). ამის შესახებ "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე უკრაინის შს მინისტრი არსენი ავაკოვი წერს.

მისი ინფორმაციით, ქარდავას დაკავება სპეცოპერაციის შედეგად მოხდა, რომელიც კიევის პოლიციისა და სპეცდანიშნულების რაზმის მონაწილეობით ჩატარდა. მინისტრი აღნშნულის შესახებ ვიდეოკადრებსაც ავრცელებს.

გელა ქარდავა "თანამოაზრეებთან" ერთად, უკრაინის დედაქალაქის ერთ-ერთ რესტორანში აიყვანეს. გელა ქარდავას ე.წ. "კანონიერ ქურდად" კურთხევა 21 წლის ასაკში, 1996 წელს მოსკოვში მოხდა. ავაკოვის ცნობით, პოლიცია ამოწმებს ოპერატიულ ინფორმაციას უკრაინის ტერიტორიაზე ჩადენილ დანაშაულებებში მისი მონაწილეობის შესახებ.

დაკავებისას ამოღებულია უკრაინის მოქალაქის, სავარაუდოდ, ყალბი მოწმობა, ოლეგ რომანოვიჩის სახელზე, რომელიც სიმფეროპოლში ცხოვრობს. ცნობილია, რომ გელა ქარდავა პოსტსაბჭოთა ქვეყნებში "ქურდების" ე.წ. კომერციული კორონაციის ერთ-ერთი ორგანიზატორია.

ავაკოვის გვერდზე განთავსებული ინფორმაციით, სავარაუდოა, რომ ქარდავა რუსეთის შსს-ს შტატიანი აგენტია. მოწმდება ინფორმაცია მისი რუსეთის ფედერაციის სპეცსამსახურებთან თანამშრომლობის შესახებ. ამავე ინფორმაციაში მინისტრი ჩატარებული ოპერაციისთვის კონკრეტულ პირებს მადლობას უხდის.

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა

"პუტინის მზარეულის" საცეცები მსოფლიო სოციალურ ქსელებში - როგორ მუშაობს რუსული "ტროლების ფაბრიკა"