ტრამპი - "ყირიმი რუსეთმა ობამას პრეზიდენტობის დროს აიღო. ობამა ძალიან რბილი ხომ არ იყო რუსეთთან?"

ტრამპი - "ყირიმი რუსეთმა ობამას პრეზიდენტობის დროს აიღო. ობამა ძალიან რბილი ხომ არ იყო რუსეთთან?"

ამერიკის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი უკრაინის ნახევარკუნძულის რუსეთის მიერ ანექსიას თავისი წინამორბედის, ბარაქ ობამას საგარეო პოლიტიკას უკავშირებს. "დოიჩე ველეს" ინფორმაციით, ამის შესახებ ტრამპი "თვითერის" პირად გვერდზე წერს.

"ყირიმი რუსეთმა ობამას პრეზიდენტობის დროს აიღო. ობამა ძალიან რბილი ხომ არ იყო რუსეთთან?", - წერს ამერიკის პრეზიდენტი.

ცნობილია, რომ 14 თებერვალს, თეთრი სახლის პრესმდივანმა შონ სპაისერმა განაცხადა, რომ აშშ-ის პრეზიდენტი რუსეთისგან უკრაინისთვის ყირიმის დაბრუნებას ელოდება.

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა

"პუტინის მზარეულის" საცეცები მსოფლიო სოციალურ ქსელებში - როგორ მუშაობს რუსული "ტროლების ფაბრიკა"