ადამიანები, რომლებმაც ისტორიის უდიდესი საიდუმლოებები სამარეში წაიღეს

ადამიანები, რომლებმაც ისტორიის უდიდესი საიდუმლოებები სამარეში წაიღეს

საიდუმლო ყოველ ჩვენგანს აქვს. ზოგს დიდი, ზოგს არც ისე მნიშვნელოვანი. მაგრამ არიან ადამიანები, რომელთა საიდუმლო ცოდნას და ინფორმაციას ძალიან ბევრი რამის შეცვლა შეუძლია.

არნე ბერლინგი და Т52-ის კოდის საიდუმლო

მეორე მსოფლიო ომის დროს საიდუმლო მიმოწერისთვის გერმანელები სპეცილურ დასაშიფრ მანქანას "ენიგმას" იყენებდნენ. ურთულესი კონსტრუქციისა და ფუნქციური აგებულების გამო, ბრიტანელმა მათემატიკოსებმა მის "გატეხვას" რამდენიმე წელი მოანდომეს. თუმცა გერმანელებს კიდევ უფრო რთული მოწყობილობაც - T52 ჰქონდათ. სხვაგვარად მას Geheimschreiber ერქვა, რაც ქართულად - საიდუმლო მწერალს ნიშნავს. ფაქტობრივად, მანქანა ტელეტაიპის ფუნქციას ასრულებდა და ინფორმაციას "ონლაინ რეჟიმში" გადასცემდა. ერთადერთი ადამიანი, რომელმაც ამ მანქანის შიფრის ამოხსნა შეძლო - არნე ბერლინგი იყო.

პროფესიით მათემატიკოსმა, პროფესორმა ბერლინგმა ურთულესი მანქანის შიფრის წაკითხვას მხოლოდ 2 კვირა მოანდომა. შიფრის ამოხსნასთან ერთად, მათემატიკოსმა T52-ის მუშობის პრინციპს და ალგორითმსაც მიაგნო. შვედეთს, რომლის მოქალაქეც ბერლინგი გახლდათ, გერმანულ საიდუმლო მიმოწერაზე და ინფორმაციაზე შეუზღუდავი წვდომა მიეცა.

ბერლინგი 1986 წელს ისე გარდაიცვალა, რომ T52-ის "გატეხვის" საიდუმლო არავითვის გაუნდია.

მორის უორდი და ზემტკიცე პლასტმასის ფორმულა

გასული საუკუნის 80-იან წლებში ბრიტანელმა მეცნიერმა, მორის უორდმა სრულიად ახალი ტიპის პლასტმასი გამოიგონა. ავტორის მტკიცებით, მისი "ნოუ-ჰაუ" წარმოუდგენლად მაღალ ტემპერატურას და ფიზიკურ დატვირთვას უძლებდა. უორდმა ახალ მასალას Starlite დაარქვა და მისი რომელიმე კომპანიისთვის მიყიდვა განიზრახა. რა თქმა უნდა, დაინეტრესებულთა შორის NАSА-ც ფიგურირებდა. სრულიად ახალი ტიპის - მსუბუქ და მტკიცე მასალას კოსმოსის ათვისების სფეროში რევოლუციის მოხდენა შეეძლო.

სარფიანი წინადადებების მიუხედავად, ბოლო მომენტში უორდმა საკუთარი გამოგონების გაყიდვაზე უარი განაცხადა. ის შიშობდა, რომ კომპანიები მას ფინანსური გასამრჯელოს გარეშე დატოვებდნენ.

მორის უორდი 2011 წელს გარდაიცვალა. Starlite-ის საიდუმლო სამუდამოდ მასთან დარჩა. მან მხოლოდ ის თქვა, რომ ფორმულა 20-ზე მეტ ორგანულ პოლინერს და სოპოლიმერს შეიცავს.

ნიკოლა ტესლა და უსადენო ელექტროენერგია

ამ ადამიანის სახელი ფიზიკისგან შორს მყოფი ადამიანებისთვისაცაა ცნობლი. უდიდესი მეცნიერი, რომელმაც დროს გაასწრო. მისი ყველაზე მასშტაბური პროექტი - ელექტროენერგიის შეუზღუდავ მანძილებზე ყოველგვარი სადენების გარეშე გადაცემას ითვალისწინებდა. ტესლას მტკიცებით, საკუთარი გამოგონებით ის ღამე ოკეანეებში მიმავალ გემებს გზას გაუნათებდა. იდეის სრულყოფისთვის მეცნიერი იონოსფეროს - დადებითი ნაწილებით დამუხტულ ატმოსფეროს ნაწილის გამოყენებას აპირებდა. შესაბამისად, ელექტროენერგიის გადაცემა დედამიწის ნებისმიერ წერტილში შეიძლებოდა. არსებობს ვარაუდი, რომ 1908 წელს რუსეთში, ციმბირში "ჩამოვარდნილი" ტუნგუსკის მეტეორიტი სწორედ მისი ერთ-ერთი ექსპერიმენტის შედეგია.

ტესლა 1943 წელს გარდაიცვალა. მასთან ერთად გარდაიცვალა უსადენო ელექტროქსელის იდეაც. საკუთარი მოსაზრებებისა და გათვლების უმეტეს ნაწილს მეცნიერი გონებაში ინახავდა. მისი ჩანაწერები მხოლოდ ზედაპირულ ინფორმაციას შეიცავს.

მოამზადა ნუკრი მგელაძემ

AMBEBI.GE

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა

"პუტინის მზარეულის" საცეცები მსოფლიო სოციალურ ქსელებში - როგორ მუშაობს რუსული "ტროლების ფაბრიკა"