თურქეთის პოლიციამ გერმანული გაზეთის Die Welt-ის კორესპონდენტი დააკავა

თურქეთის პოლიციამ გერმანული გაზეთის Die Welt-ის კორესპონდენტი დააკავა

თურქეთის პოლიციამ გერმანული გაზეთის Die Welt-ის კორესპონდენტი დააკავა. მას ბრალი ედება ტერორისტულ ორგანიზაციაში მონაწილეობაში, მონაცემთა არაკანონიერ გამოყენებასა და ტერორიზმის პროპაგანდაში. აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია Die Welt-მა გაავრცელა.

გაზეთის ინფორმაციით, 43 წლის რეპორტიორი დენიზ იუსელი, რომელსაც გერმანიისა და თურქეთის მოქალაქეობა აქვს, ძებნილი იყო თურქეთის ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის ბერათ ალბაირაქის ელექტრონულ ფოსტაზე ჰაკერული შეტევების თემის გაშუქებასთან დაკავშირებით.

როგორც გამოცემა იუწყება, 14 თებერვალს ის დაკითხეს სტამბოლის პოლიციის განყოფილებაში. სამართალდამცავ ორგანოებმა ასევე ჩხრეკა ჩაატარეს ჟურნალისტის სახლში.

სააგენტო Associaed Press იუწყება, რომ გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ იმედი გამოთქვა, რომ საქმე განხილული იქნება „კანონის უზენაესობის შესაბამისად“.

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა

"პუტინის მზარეულის" საცეცები მსოფლიო სოციალურ ქსელებში - როგორ მუშაობს რუსული "ტროლების ფაბრიკა"