ერაყის ჯარმა "ისლამური სახელმწიფოსგან" მოსულის დასავლეთ ნაწილის გამოხსნის სპეცოპერაცია დაიწყო

ერაყის ჯარმა "ისლამური სახელმწიფოსგან" მოსულის დასავლეთ ნაწილის გამოხსნის სპეცოპერაცია დაიწყო

ერაყის ჯარმა ტერორისტული დაჯგუფება "ისლამური სახელმწიფოსგან" მოსულის დასავლეთ ნაწილის გამოხსნის სპეცოპერაცია დაიწყო. ინფორმაცია ამის შსახებ ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ჰაიდარ ალ-აბადიმ გაავრცელა.

"ჩვენი შეიარაღებული ძალები მოსახლეობის დაეშის ტერორისგან გათავისუფლებას იწყებენ", - განაცხადა ალ-აბადიმ სატელევიზიო მიმართვაში.

"ბი-ბი-სი"-ს ინფორმაციით, ერაყის სახელისუფლებო ძალებმა მოსულის ექსტრემისტების მიერ კონტროლირებადი დასავლეთ ნაწილი ფაქტობრივად ალყაში მოაქციეს. კოალიცია ამერიკის შეერთებული შტატების მეთაურობით ტერორისტული დაჯგუფება "ილამური სახელმწიფოს" პოზიციებს ჰაერიდან ბომბავს.

სპეცოპერაციის დაწყებამდე გაერომ განცხადება გაავრცელა, რომელშიც ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ერაყის ხელისუფლების მთავარი პრიორიტეტი ბლოკადაში მოქცეული მოსახლეობის უსაფრთხოება უნდა იყოს.

მოსული მოსახლეობის რაოდენობის მიხედვით ერაყის მეორე ქალაქია და ექსტრემისტების უკანასკნელი დასაყრდენი ამ ქვეყანაში.

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა

"პუტინის მზარეულის" საცეცები მსოფლიო სოციალურ ქსელებში - როგორ მუშაობს რუსული "ტროლების ფაბრიკა"