მეოცე საუკუნის უდიდესი თაღლითი, რომელიც "შავი საქმეებით" მულტიმილიონერი გახდა

მეოცე საუკუნის უდიდესი თაღლითი,  რომელიც "შავი საქმეებით" მულტიმილიონერი გახდა

გასული საუკუნის მიწურულს ბრიჯპორტის (აშშ-ის კონექტიკუტის შტატი) სასამართლომ იმ საქმის მოწმეთა დაკითხვა დაასრულა, რომლისთვისაც სულ თავისუფლად შეიძლებოდა, საუკუნის უდიდესი თაღლითობა გეწოდებინათ.

ეჭვმიტანილი - 44 წლის მულტიმილიონერი ფინანსისტი მარტინ ფრენკელი, რომელმაც თითქმის 3 მილიარდი დოლარი მიითვისა, იმხანად უკვალოდ გამქრალიყო. ძებნას, რომელსაც შტატების ტერიტორიაზე გამოძიების ფედერალური ბიურო, ევროპის ტერიტორიაზე კი ინტერპოლი აწარმოებდნენ, შედეგი ჯერ არ გამოეღო. უფრო მეტიც, მაძებრები უკვე იმასაც აღიარებდნენ, ფრენკელს ალბათ ვერც ვერასოდეს ვიპოვითო, მაგრამ განგებამ სხვაგვარად ინება და XX საუკუნის ყველაზე დიდი თაღლითი სასამართლოს წინაშე მაინც წარდგა. მივყვეთ თანამიმდევრობით...

ყველა, ვისაც მარტინ ფრენკელთან ურთიერთობა ჰქონია, თითქმის ერთხმად აღნიშნავდა, რომ ის ძალზე უცნაური ადამიანი იყო. გრინვიჩში (კონექტიკუტის შტატი) მან ერთმანეთის მეზობლად მდგარი ორი სახლი იყიდა. ერთში, რომელიც 3 მილიონი დოლარი დაუჯდა, რკინისმავთულიანი მაღალი ღობე ჰქონდა შემოვლებული და სათვალთვალო კამერებით იყო აღჭურვილი, თვითონ ცხოვრობდა და მუშაობდა, მეორეში კი - შედარებით მოკრძალებულად მოწყობილში - ფეხი არასდროს შეუდგამს.

მრავალრიცხოვანი მსახურებითა და საყვარლებით გარშემორტყმული ფრენკელი თითქმის მთელ დროს სახლში ატარებდა და ძალიანაც კმაყოფილი იყო იმ "გიჟური ცხოვრებით", რომელიც მის გარშემო ჩქეფდა. აი, რას იხსენებს მისი პირადი მზარეული, რობერტ რენდოლფი: "ბოსს რამდენიმე სავალდებულო მოთხოვნა ჰქონდა: 1) ჭიქები, განსაკუთრებით კი მათი არშიები, სუფრაზე ყოველ მიტანამდე უთუოდ უნდა გამესტერილებინა; 2) ხილის წვენები დღეში ორჯერ მაინც უნდა გამეფილტრა: 3) თევზი და ზღვის პროდუქტები შეძენის დღესვე უნდა მომემზადებინა ანდა გადამეყარა. ბოსის საყვარელი საჭმელი უცხიმო მოცარელას პიცა იყო, თუმცა, ეს სიყვარულზე მეტად, თავის დაზღვევას ჰგავდა, რადგან სჯეროდა, რომ ამ პიცით მოწამვლა შეუძლებელი იყო".

წაიკითხეთ სრულად

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა

"პუტინის მზარეულის" საცეცები მსოფლიო სოციალურ ქსელებში - როგორ მუშაობს რუსული "ტროლების ფაბრიკა"