საფრანგეთის ერთ-ერთ უდიდეს სავაჭრო ცენტრში ევაკუაცია გამოცხადდა

საფრანგეთის ერთ-ერთ უდიდეს სავაჭრო ცენტრში ევაკუაცია გამოცხადდა

საფრანგეთის დედაქალაქის ერთ-ერთ უდიდეს სავაჭრო ცენტრში ნაწილობრივი ევაკუაცია გამოცხადდა. ამის შესახებ ადგილობრივი მედია იუწყება.

სავაჭრო ცენტრ Vélizy 2-ის უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა სათვალთვალო კამერებში დააფიქსირეს საეჭვო მამაკაცი, რომელმაც ავტომობილით დატოვა ტერიტორია და წებოვანი ლენტით შეკრული ქვაბი. წინასწარი მონაცემებით, ქვაბი ცარიელი აღმოჩნდა. თუმცა, სპეციალისტები ინციდენტის ადგილის დათვალიერებას კვლავაც განაგრძობენ. ბოლო ინფორმაციით, მამაკაცი, ვის გამოც ევაკუაცია გამოცხადდა, უკვე დაკავებულია.

აღსანიშნავია, რომ ასეთი სახის ქვაბები იყო გამოყენებული 2013 წელს ბოსტონში, ფინიშის ხაზთან მომხდარი აფეთქების დროს, როდესაც სამი ადამიანი დაიღუპა და 200-მდე დაშავდა.

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა

"პუტინის მზარეულის" საცეცები მსოფლიო სოციალურ ქსელებში - როგორ მუშაობს რუსული "ტროლების ფაბრიკა"