NASA-ს ასტრონავტებმა ახალი მზის სისტემა აღმოაჩინეს, სადაც შვიდიდან სამ პლანეტაზე სიცოცხლის არსებობას ვარაუდობენ

NASA-ს ასტრონავტებმა ახალი მზის სისტემა აღმოაჩინეს, სადაც შვიდიდან სამ პლანეტაზე სიცოცხლის არსებობას ვარაუდობენ

სიცოცხლე შესაძლოა არსებობდეს სულ ცოტა სამ პლანეტაზე, ახალ აღმოჩენილ მზის სისტემაში სახელად TRAPPIST-1, რომელიც მხოლოდ 39 სინათლის წლითაა დაშორებული დედამიწიდან, - განაცხადა NASA-მ.

TRAPPIST - 1 არის ჯუჯა ვარსკვლავი, რომლის მასა მზის მასის 8%-ია, რადიუსი კი 11%. ამ შვიდი პლანეტიდან სულ ცოტა, სამზე - შესაძლოა არსებობდეს ოკეანეები, რაც ზრდის სიცოცხლის არსებობის ალბათობას.

ფოტოზე აღბეჭდილია ამ სამი პლანეტიდან ერთ-ერთი და ჯუჯა ვარსკვლავი

"ახალი დედამიწის აღმოჩენა - არ არის კითხვა "თუ", არამედ არის კითხვა "როდის" - განაცხადა NASA-ს სამეცნიერო მისიების დირექტორატის მოადგილე თომას ცურბიუხენმა პრესკონფერენციაზე ვაშინგტონში.

"პლანეტები არის ძალიან ახლოს ერთმანეთთან და ასევე ახლოსაა ვარსკვლავთან. ამასთან, ვარსკვლავი იმდენად პატარა და ცივია, რომ პლანეტებზე შესაძლოა იყოს წყალი თხევად მდგომარეობაში, და სიცოცხლეც", - განმარტა ასტრონომმა მიშელ გიონმა.

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა

"პუტინის მზარეულის" საცეცები მსოფლიო სოციალურ ქსელებში - როგორ მუშაობს რუსული "ტროლების ფაბრიკა"