ინგუშეთის პარლამენტმა სტალინის ძეგლების დადგმა აკრძალა

ინგუშეთის პარლამენტმა სტალინის ძეგლების დადგმა აკრძალა

ინგუშეთის პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო კანონი ინგუშეთის ტერიტორიაზე იოსებ სტალინის ხსოვნის უკვდავყოფის აკრძალვის შესახებ.

მიღებულ კანონში გაწერილია აკრძალვა სტალინის ძეგლების დადგმაზე და ქალაქებსა და ქუჩებისთვის სტალინის სახელის მინიჭება. აღნიშნული კანონი რეგიონული პარლამენტის წევრებმა ერთსულოვნად მიიღეს.

სახალხო კრების თავმჯდომარემ ზელიმხან ევლოევმა განმარტა, რომ კანონი კრძალავს სტალინის ძეგლის დადგმას, ქალაქებისთვის, ქუჩებისთვის, სოფლებისთვის მისი სახელის მინიჭებას, ასევე საზოგადოებრივ ადგილებში და ადმინისტრაციულ შენობებში სტალინის სურათების გამოფენას. ასევე, აკრძალულია საჯაროდ სტალინის ქმედებების გამართლება.

1944 წლის 23 თებერვალს ჩეჩნეთისა და ინგუშეთის ავტონომური საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის ტერიტორიაზე ოპერაცია ჩატარდა, რომლის შედეგადაც, ოფიციალური მონაცემებით, დაახლოებით ნახევარი მილიონი ჩეჩენისა და ინგუშის დეპორტირება მოხდა შუა აზიაში და ყაზახეთში.

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა

"პუტინის მზარეულის" საცეცები მსოფლიო სოციალურ ქსელებში - როგორ მუშაობს რუსული "ტროლების ფაბრიკა"