არგენტინის პირველი ლედისა და ესპანეთის დედოფლის ფოტოებმა ინტერნეტსივრცე აალაპარაკა

არგენტინის პირველი ლედისა და ესპანეთის დედოფლის ფოტოებმა ინტერნეტსივრცე აალაპარაკა

"არგენტინის პირველმა ლედიმ და ესპანეთის დედოფალმა გვაჩვენეს, როგორია მოდური დიპლომატია"; "არგენტინის გლამურულმა პირველმა ლედიმ ზღაპრული კაბით დედოფალი ლეტიცია დაჩრდილა" - ამ სათაურებით აჭრელდა დასავლური პრესა მას შემდეგ, რაც ესპანეთის სამეფო ოჯახმა ოფიციალური ვიზიტით მყოფ არგენტინის პრეზიდენტსა და პირველ ლედის უმასპინძლა.

არგენტინის პრეზიდენტის მაურიციო მაკრისა და მისი მეუღლის ჯულიანა ავადას გამოჩენამ მადრიდის სამეფო სასახლეში ჟურნალისტების განსაკუთრებული ყურადღება მიიპყრო. მათ მხედველობიდან არ გამორჩენიათ, რომ ორი ქვეყნის პირველ ქალბატონებს მთავარი საერთო აღმოაჩნდათ - დახვეწილი გემოვნება და სტილი. 41 წლის ჯულიანასა და 44 წლის ლეტიციას ერთობლივმა ფოტოებმა, რომელიც სასახლეში პირველი ვიზიტისას და ოფიციალური ვახშმის დროს არის გადაღებული, ყველა წამყვანი მედიასაშუალების გვერდები მოიარა.

აღსანიშნავია, რომ 2016 წელს ჯულიანა ავადა მსოფლიოს ყველაზე მოდურ პირველ ქალბატონად აღიარეს.

ლიბანური და სირიული წარმოშობის არგენტინელი პირველი ლედი ოქსფორდის კურსდამთავრებულია და წლების განმავლობაში ბიზნესსაქმიანობას ეწეოდა. მას და არგენტინის 53-ე პრეზიდენტს ერთი ქალიშვილი ჰყავთ.

რაც შეეხება ესპანეთის დედოფალ ლეტიცია ორტისს, ის საღამოს ახალი ამბების ტელეწამყვანი გახლდათ ესპანეთის ნაციონალურ არხზე. ტახტის მემკვიდრესთან ქორწინებამდე ლეტიცია ერთხელ უკვე იყო დაოჯახებული. მეფე-დედოფალი ბედნიერად ცხოვრობენ და ორ ქალიშვილს ზრდიან.

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა

"პუტინის მზარეულის" საცეცები მსოფლიო სოციალურ ქსელებში - როგორ მუშაობს რუსული "ტროლების ფაბრიკა"