პირველად ისტორიაში სკოტლანდ იარდის ხელმძღვანელი ქალი გახდა

პირველად ისტორიაში სკოტლანდ იარდის ხელმძღვანელი ქალი გახდა

პირველად ისტორიაში ლონდონის საქალაქო პოლიციის (სკოტლანდ იარდის) ხელმძღვანელი ქალი გახდა. სააგენტო Press Association-ის ინფორმაციით, სკოტლანდ იარდის ახალი ხელმძღვანელი კრესიდა დიკი იქნება.

56 წლის კრესიდა დიკი ჩაანაცვლებს ბერნარდ ჰოგან-ჰოუვს, რომელიც ლონდონის პოლიციას 2011 წლიდან ხელმძღვანელობდა.

"ეს დიდი პასუხისმგებლობა და შესანიშნავი შესაძლებლობაა. მოუთმენლად ველოდები როდის შევძლებ შევუდგე ლონდონის მოსახლეობის დაცვას", - განაცხადა კრესიდა დიკმა.

კრესიდა დიკი დღემდე ლონდონის პოლიციაში ტერორიზმთან ბრძოლის მიმართულებით მუშაობდა. 2014 წელს, პოლიციაში მუშაობის 31 წლის შემდეგ, დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში გადავიდა. თუ რა თანამდებობა ეკავა მას საგარეო საქმეთა სამინისტროში, დაზუსტებული არ არის.

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა

"პუტინის მზარეულის" საცეცები მსოფლიო სოციალურ ქსელებში - როგორ მუშაობს რუსული "ტროლების ფაბრიკა"