დონალდ ტრამპი - პრეზიდენტის პოსტზე ოთხი კვირის შემდეგ შემიძლია განვაცხადო, რომ თითქმის ყველაფერს მივაღწიეთ, რის მიღწევასაც ვგეგმავდით

დონალდ ტრამპი - პრეზიდენტის პოსტზე ოთხი კვირის შემდეგ შემიძლია განვაცხადო, რომ თითქმის ყველაფერს მივაღწიეთ, რის მიღწევასაც ვგეგმავდით

აშშ-ის ადმინისტრაციამ "თითქმის ყველაფერს" მიაღწია, რის გაკეთებასაც აპირებდა თავისი მუშაობის პირველ თვეს. აღნიშნულის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა.

"პრეზიდენტის პოსტზე ოთხი კვირის შემდეგ შემიძლია განვაცხადო, რომ ჩვენ თითქმის ყველაფერს მივაღწიეთ, რის მიღწევასაც ვგეგმავდით", - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.

მაგალითად მან საიმიგრაციო პოლიტიკის გამკაცრება მოიყვანა.

"მსოფლიოში დიდი პრობლემებია და თქვენ ეს კარგად იცით. მაგრამ ჩვენ კმაყოფილნი ვართ თუ როგორ მიდის საქმეები. ჩვენ ბევრი დაპირება მივეცით ბოლო ორი წლის განმავლობაში და მათი უმეტესობა შევასრულეთ", - აღნიშნა დონალდ ტრამპმა.

მისივე თქმით, ის დღეს გუბერნატორებთან ერთად ჯანდაცვის სისტემას განიხილავს.

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა

"პუტინის მზარეულის" საცეცები მსოფლიო სოციალურ ქსელებში - როგორ მუშაობს რუსული "ტროლების ფაბრიკა"