სირიაში "ალ-ქაიდას" მეორე პირის ლიკვიდაცია განხორციელდა

სირიაში "ალ-ქაიდას" მეორე პირის ლიკვიდაცია განხორციელდა

სირიაში, ავიადარტყმების შედეგად, ტერორისტული ორგანიზაცია "ალ-ქაიდას" მეორე პირის აჰმედ ჰასან აბუ ალ-ხაირის ლიკვიდაცია განხორციელდა. ამის შესახებ ვებგვერდი "შIთE" იუწყება, რომელიც ექსტრემისტული დაჯგუფებების მონიტორინგს ახორციელებს.

ამ დროისთვის, აბუ ალ-ხაირის ლიკვიდაციის შესახებ ინფორმაცია ოფიციალურ დონზე ჯერ არ დადასტურებულა. სირიის იდლიბის პროვინციაში ოპერაცია საერთაშორისო კოალიციურმა ძალებმა განახორციელეს, რომელსაც აშშ ხელმძღვანელობს.

არსებული ინფორმაციით, რომელსაც ერთ-ერთი ამერიკული საკონსალტინგო კომპანია ავრცელებს, ალ-ხაირი "ალ-ქაიდას" ყოფილი ლიდერის, უსამა ბინ ლადენის ნდობით აღჭურვილი პირი იყო და მის ქალიშვილზე იყო დაქორწინებული. ის 2015 წელს ირანში შინაპატიმრობიდან გათავისუფლდა, რის შემდეგაც სირიაში იმყოფებოდა.

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა

"პუტინის მზარეულის" საცეცები მსოფლიო სოციალურ ქსელებში - როგორ მუშაობს რუსული "ტროლების ფაბრიკა"