ორი ლიმუზინი, ორი ლიფტი და 1500 თანმხლები პირი - ასე მოგზაურობს საუდის არაბეთის მეფე

ორი ლიმუზინი, ორი ლიფტი და 1500 თანმხლები პირი - ასე მოგზაურობს საუდის არაბეთის მეფე

საუდის არაბეთის მეფე სალმან ბინ აბდულაზიზ ალ-საუდი 1-ელ მარტს ინდონეზიას პირველი ოფიციალური ვიზიტით ესტუმრა. ერთკვირიანი ვიზიტი არამხოლოდ იმითაა გამორჩეული, რომ საუდის არაბეთის მეფე ინდონეზიაში 1970 წლის შემდეგ პირველად ჩადის, არამედ იმ ფუფუნებითა და მასშტაბებით, რომელიც მას თან ახლავს.

მეფემ ვიზიტისას თან იახლა არც მეტი არც ნაკლები - 1500 ადამიანი, რომელთა შორის 10 მინისტრი და 25 პრინცია.

დელეგაციამ თან წაიღო დაახლოებით 500 ტონა ბარგი (!), რომელთა შორის, "მერსედეს ბენცის" ორი ლიმუზინი და ორი ლიფტია. 63 ტონა ბარგი ჯაკარტის აეროპორტში გადმოტვირთეს. დანარჩენი კი ბალიზე წაიღეს, სადაც მეფე შაბათ-კვირას გაემგზავრება. მთელი დელეგაციის ინდონეზიაში ჩასაყვანად ცხრა ავიარეისი გახდა საჭირო.

CNN Indonesia-ს ცნობით, მეფე და მისი თანმხლები პირები ბალიზე სამ ყველაზე მდიდრულ სასტუმროში განთავსდებიან - რომელთა შორისაც ერთ-ერთში, Bulgari-ში ერთი ღამის გატარება 4 400 დოლარი ღირს. კომპლექსს აქვს კერძო პლაჟი, რომელზეც მოხვედრა მხოლოდ ლიფტითაა შესაძლებელი... საინტერესოა ისიც, რომ მეჩეთში, რომელსაც მონარქი მოინახულებს, VIP-ტუალეტი მოაწყვეს.

სტუმრებისთვის საკვებს 150 მზარეული მოამზადებს. ალ-საუდს ინდონეზიის პრეზიდენტი ჯოკო ვიდოდო და ჯაკარტის გუბერნატორი დახვდნენ. სტუმრობის მიზეზი განათლების განვითარება და კულტურული და რელიგიური კავშირების გამყარებაა.

მომზადებულია CNN-ის მიხედვით

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა

"პუტინის მზარეულის" საცეცები მსოფლიო სოციალურ ქსელებში - როგორ მუშაობს რუსული "ტროლების ფაბრიკა"