თურქეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინს მოსკოვში შეხვდა

თურქეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინს მოსკოვში შეხვდა

თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი თავის რუს კოლეგას ვლადიმერ პუტინს მოსკოვში შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა ფოკუსირება მოახდინეს სირიის საკითხზე, სადაც რუსეთი და თურქეთი სამხედრო ქმედებებს კოორდინირებულად ახორციელებენ.

"ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ, რათა გადავჭრათ ყველაზე მწვავე კრიზისები, პირველ რიგში სირიაში. მოხარული ვარ აღვნიშნო, რომ ჩვენმა სამხედროებმა და სპეცსამსახურებმა ეფექტური და მჭიდრო კონტაქტი დაამყარეს", - განაცხადა ვლადიმერ პუტინმა შეხვედრის დაწყებისას.

როგორც რუსეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, ის ძალიან ბედნიერია, რომ რუსეთსა და თურქეთს შორის ურთიერთობები ძალიან სწრაფად უბრუნდება ორმხრივ ურთიერთობებში კრიზისამდელ მდგომარეობას.

"ბევრ მოვლენას ჰქონდა ადგილი და ბოლო პერიოდის განმავლობაში აქტიურად ვმუშაობდით, რათა ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობები სათანადო დონეზე დაგვებრუნებინა", - აღნიშნა ვლადიმერ პუტინმა.

თავის მხრივ ერდოღანმა აღნიშნა, რომ "ნაბიჯები, რომლებიც გადაიდგმება ისეთ სფეროებში როგორიც არის ეკონომიკა, ვაჭრობა, სამხედრო სფერო და თავდაცვითი მრეწველობა, მთავარ თემებს წარმოადგენს ვიზიტის ფარგლებში". მისი თქმით, თურქეთსა და რუსეთს შორის თანამშრომლობა ენერგეტიკულ სფეროში "მზარდად" ვითარდება.

ერდოღანმა და პუტინმა დახურულ კარს მიღმა გამართეს პირისპირი შეხვედრა, რომელიც ორი საათის განმავლობაში გრძელდებოდა.

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა

"პუტინის მზარეულის" საცეცები მსოფლიო სოციალურ ქსელებში - როგორ მუშაობს რუსული "ტროლების ფაბრიკა"