გაიცანით ოჯახი, რომლის ვიდეომაც სოციალური ქსელები დაიპყრო - რას ჰყვება ბებია "უხერხულ" ინციდენტზე

გაიცანით ოჯახი, რომლის ვიდეომაც სოციალური ქსელები დაიპყრო - რას ჰყვება  ბებია "უხერხულ" ინციდენტზე

"ბიბისი"-ს პირდაპირ ეთერში სამხრეთ კორეის პრეზიდენტის იმპიჩმენტზე საუბრისას პროფესორ რობერტ კელის შვილები ოთახში შევიდნენ, რამაც ექსპერტს მცირე უხერხულობა შეუქმნა. თუმცა, ვიდეო დღის ჰიტად იქცა და სოციალურ ქსელში დიდი მოწონება დაიმსახურა. ქალი კი, რომელიც კადრებში ჩანს, პროფესორის მეუღლეა და არა ძიძა, როგორც ეს მაყურებელმა აღიქვა.

გუშინ მომხდარ სასაცილო ინციდენტთან დაკავშირებით მედიასთან რობერტ კელის ოჯახის წევრებმა ისაუბრეს.

ექსპერტის დედამ daily mail-ისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ ვიდეო საკმაოდ სასაცილო იყო, თუმცა იმედი გამოთქვა, რომ მის შვილს, რობერტს, ამის შემდეგაც ისევე სერიოზულად აღიქვამენ, როგორც აქამდე.

72 წლის ელენ კელის თქმით, ის და მისი მეუღლე ჯოსეფი skype-ის საშუალებით რეგულარულად უკავშირდებიან რობერტს, ესაუბრებიან მის მეუღლესა და შვილებს. ამიტომაც ბებიამ ივარაუდა, რომ ბავშვებმა იმავე ოთახიდან გამომავალი skype-ის ხმის გაგონებისას იფიქრეს, რომ ბებია რეკავდა და ოთახში შევიდნენ.

ნახეთ დღის ვიდეო: BBჩ-ის ჩართვის დროს ბავშვები პირდაპირ ეთერში "შეიჭრნენ"

ელენმა ასევე განმარტა, რომ მისი შვილი სამხრეთ კორეის პოლიტიკის ექსპერტია და ამ საკითხებზე ჩართვები ისეთ სერიოზულ მაუწყებლებზე აქვს, როგორიც CNN, CNBC, ITN და Sky News-ია. ელენმა იმედი გამოთქვა, რომ რობერტს მაინც მისი ექსპერტული მოსაზრებების გამო დაიმახსოვრებენ და არა ამ მხიარული კადრებისთვის.

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა

"პუტინის მზარეულის" საცეცები მსოფლიო სოციალურ ქსელებში - როგორ მუშაობს რუსული "ტროლების ფაბრიკა"