რეჯეფ თაიფ ერდოღანი ნიდერლანდების მთავრობას - ვნახოთ, ამის შემდეგ როგორ დაეშვებიან თქვენი თვითმფრინავები თურქეთში

რეჯეფ თაიფ ერდოღანი ნიდერლანდების მთავრობას - ვნახოთ, ამის შემდეგ როგორ დაეშვებიან თქვენი თვითმფრინავები თურქეთში

ნიდერლანდებში თურქეთის მოქალაქეები გაანადგურებენ ამ ქვეყნის ანტითურქულ გეგმებს, - განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა სტამბოლში სიტყვით გამოსვლისას. აღნიშნულის შესახებ სააგენტო "ანადოლუ" იუწყება.

ნიდერლანდების მთავრობის მიერ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის როტერდამში შეშვების ნებართვის გაუქმების გადაწყვეტილების კომენტირებისას თურქეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ყველაფერ ამას უკუეფექტი ექნება.

"16 აპრილის საკონსტიტუციო ცვლილებების შესახებ რეფერენდუმის შემდეგ თურქეთი საპასუხო ნაბიჯებს გადადგამს. ანკარას შეუძლია მოთმინება. ვნახოთ, ამის შემდეგ როგორ დაეშვებიან თქვენი თვითმფრინავები თურქეთში. ვგულისხმობ დიპლომატების თვითმფრინავებს", - აღნიშნა თურქეთის ლიდერმა.

მისი თქმით, ეს ნაცისტების ნარჩენებია და ვინც ასეთი გადაწყვეტილება მიიღო ფაშისტები არიან.

დღეს ნიდერლანდების ხელისუფლებამ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრ მევლუთ ჩავუშოღლუს როტერდამში ჩაფრენის ნებართვა გაუუქმა.

აღნიშნულ გადაწყვეტილებამდე თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მევლუთ ჩავუშოღლუმ განაცხადა, რომ ანკარას შეუძლია ეკონომიკური და პოლიტიკური სანქციები დაუწესოს ნიდერლანდებს, თუ ქვეყნის ხელისუფლება უარს ეტყვის მას როტერდამში ჩაფრენის ნებართვაზე, რათა მონაწილეობა მიიღოს თურქულ დიასპორასთან შეხვედრაში.

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა

"პუტინის მზარეულის" საცეცები მსოფლიო სოციალურ ქსელებში - როგორ მუშაობს რუსული "ტროლების ფაბრიკა"