პიტერ სიიარტო - ევროკავშირი თითქოს გაწვალებდათ მოლოდინების შესრულების პროცესში

პიტერ სიიარტო - ევროკავშირი თითქოს გაწვალებდათ მოლოდინების შესრულების პროცესში

უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრ პიტერ სიიარტოს განცხადებით, ევროპის კავშირმა უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებით „თითქოს აწვალა საქართველო“ და უვიზო მიმოსვლა მისთვის გაცილებით ადრე უნდა მიეცა. ამის შესახებ უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ქართველ კოლეგასთან გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

„ჩვენ ყოველთვის მხარს ვუჭერდით საქართველოს და დარწმუნებული ვიყავით, რომ საქართველოს უნდა მიეღო უვიზო რეჟიმი ბევრად უფრო ადრე. თქვენ ყველაფერი გააკეთეთ, ყველა მოთხოვნა შეასრულეთ, გაამართლეთ ყველა მოლოდინი და ყველა ძალისხმევა განახორციელეთ, რომ მოთხოვნები შეგესრულებინათ. ჩვენ არ ვართ კმაყოფილი, რომ ისევ არ არის უვიზო მიმოსვლა, მაგრამ მარტის ბოლოს ეს უკვე შესაძლებელი გახდება. ის, თუ როგორ მოეპყრო ევროპის კავშირი უვიზო მიმოსვლას თქვენთან დაკავშირებით, ნიშნავდა, რომ ევროკავშირი თითქოს გაწვალებდათ მოლოდინების შესრულების პროცესში და ეს დიდად მეტყველებდა თავად ევროკავშირის ქმედებაზე. თქვენ ყველაფერი შეასრულეთ და ვფიქრობ, უვიზო მიმოსვლა მაშინვე უნდა მოეცათ“, - განაცხადა სიაარტომ.

მისივე თქმით, როცა უნგრეთის პრემიერ-მინისტრი საქართველოში ჩამოვა, სავარაუდოდ, აპრილის ბოლოს, საქართველოს უვიზო მიმოსვლა უკვე ექნება და ეს მისასალმებელია.

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა

"პუტინის მზარეულის" საცეცები მსოფლიო სოციალურ ქსელებში - როგორ მუშაობს რუსული "ტროლების ფაბრიკა"