დონალდ ტრამპმა ანგელა მერკელს თეთრ სახლში ფოტოგადაღებისას ხელი არ ჩამოართვა

დონალდ ტრამპმა ანგელა მერკელს თეთრ სახლში ფოტოგადაღებისას ხელი არ ჩამოართვა

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა გერმანიის კანცლერ, ანგელა მერკელს თეთრი სახლის ოვალურ კაბინეტში საპროტოკოლო ფოტოგადაღებისას ხელი არ ჩამოართვა, - იუწყება გამოცემა Politico.

როგორც გამოცემა აღნიშნავს, უცნობია, ტრამპმა ეს მიზანმიმართულად გააკეთა თუ უბრალოდ, ფოტოგრაფებისა და კანცლერის თხოვნა არ გაითვალისწინა.

იხილეთ ვიდეო

თეთრი სახლის ოვალურ კაბინეტში შეკრებილმა ფოტოგრაფებმა ტრამპსა და მერკელს ხელის ჩამორთმევა სთხოვეს. ანგელა მერკელი დონალდ ტრამპისკენ ხელის ჩამორთმევის მიზნით მიბრუნდა, თუმცა აშშ-ის პრეზიდენტმა აღნიშნული არ შეიმჩნია.

აღსანიშნავია, რომ, ამ შემთხვევამდე, აშშ-ის პრეზიდენტი გერმანიის კანცლერს თეთრი სახლის შესასვლელში პირადად დახვდა. ტრამპმა მერკელს ხელი გაუწოდა და თავის რეზიდენციისკენ გაუძღვა.

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა და გერმანიის კანცლერმა, ანგელა მერკელმა გუშინ პირველი შეხვედრა გამართეს და საკითხების ფართო სპექტრი განიხილეს.

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა

"პუტინის მზარეულის" საცეცები მსოფლიო სოციალურ ქსელებში - როგორ მუშაობს რუსული "ტროლების ფაბრიკა"