საფრანგეთის პოლიციამ პარიზში პოლიციელზე და სამხედროზე თავდამსხმელის ოჯახის ორი წევრი დააკავა

საფრანგეთის პოლიციამ პარიზში პოლიციელზე და სამხედროზე თავდამსხმელის ოჯახის ორი წევრი დააკავა

პარიზში პოლიციელზე და "ორლის" აეროპორტში სამხედროზე თავდამსხმელის ოჯახის 2 წევრი - მამა და ძმა საფრანგეთის პოლიციამ ჩვენების მიცემის მიზნით დააკავა, - იუწყება ფრანგული გამოცემა Le Figaro.

როგორც სამართალდამცავ ორგანოებში აცხადებენ, მსგავსი ტიპის საქმეზე სტანდარტული პროცედურა მიმდინარეობს.

სამართალდამცველები თავდასხმის მოტივებს იძიებენ.

დღეს, პარიზის ჩრდილოეთ ნაწილში, პოლიციის თანამშრომელმა საბუთების შემოწმების მიზნით მანქანა გააჩერა. მძღოლმა, პოლიციის თანამშრომელს საბუთები წარუდგინა, რის შემდეგაც მან სამართალდამცავს ცეცხლი გაუხსნა. ინციდენტი ადგილობრივი დროით დილის 07.00 საათზე მოხდა. ამ შემთხვევის შემდეგ, 08:30 საათზე, "ორლის" აეროპორტში სამხედროებზე თავდასხმა მოხდა. სამხედროებმა ცეცხლი გახსნეს და თავდამსხმელის ნეიტრალიზება მოახდინეს.

საფრანგეთის შს მინისტრმა უკვე დაადასტურა, რომ პარიზში პოლიციელზე და "ორლის" აეროპორტში სამხედროზე თავდასხმა ერთი და იგივე პირმა ჩაიდინა.

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა

"პუტინის მზარეულის" საცეცები მსოფლიო სოციალურ ქსელებში - როგორ მუშაობს რუსული "ტროლების ფაბრიკა"