პერუში წყალდიდობას 72 ადამიანი ემსხვერპლა

პერუში წყალდიდობას 72 ადამიანი ემსხვერპლა

რამდენიმედღიანი გადაუღებელი წვიმის შედეგად გამოწვეულ წყალდიდობას პერუში 72 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში დაფიქსირებულმა ყველაზე მასშტაბურმა წყალდიდობამ რესპუბლიკის ნახევარი დააზიანა. 800-ზე მეტმა ქალაქმა საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.

პერუს დედაქალაქ ლიმას წყალი ორშაბათის შემდეგ არ მიეწოდება, სისტემა კი აღდგენას ახლა იწყებს. მოსახლეობის დახმარებას პოლიციის თანამშრომლებთან ერთად შეიარაღებული ძალებიც ცდილობენ. ხელისუფლების განმარტებით, საკვები პროდუქტის უკმარისობის გამო მიმდინარე კვირის განმავლობაში ფასებმა საშუალოდ 5%-ით მოიმატა.

პერუში ამ დროისთვის უკვე აღარ წვიმს თუმცა პროგნოზის მიხედვით, მომავალი რამდენიმე კვირის განმავლობაში არამდგრადი ამინდი შენარჩუნდება.

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა

"პუტინის მზარეულის" საცეცები მსოფლიო სოციალურ ქსელებში - როგორ მუშაობს რუსული "ტროლების ფაბრიკა"