დევიდ როკფელერი გარდაიცვალა

დევიდ როკფელერი გარდაიცვალა

ამერიკელი ინვესტორი, ბანკირი და ნავთობით მოვაჭრე დევიდ როკფელერი  საკუთარ სახლში გარდაიცვალა.

დევიდ როკფელერი1915 წელს ამერიკის ერთ-ერთ ყველაზე მდიდარ და ცნობილ ოჯახში დაიბადა. ის მსოფლიოს პირველი მილიარდერის, ნავთობკომპანია "სტანდარტ ოილის" დამფუძნებლის, ჯონ დევიდსონ როკფელერის შვილიშვილია.

წაიკითხეთ:

100 წლის მილიარდერის, დევიდ როკფელერის რჩევები:

1. ცხოვრებაშიც და ბიზნესშიც მოგება მნიშვნელოვანია.

2. განქორწინება და პოლიტიკა ძვირად ღირებული სიამოვნებაა.

3. სამსახურში შეიძინეთ მეგობრები და გამოიმუშავეთ ფული.

4. ერთი ბოსი ყოველთვის უმჯობესია, ვიდრე - ორი.

5. იპოვეთ თქვენი ჰობი.

6. იპოვეთ კარგი მასწავლებელი.

7. ხელისუფლება ხალხის მსახურია და არა მათი მფლობელი.

8. ხალხთან მოპყრობის ცოდნა - პროდუქტია, რომლის ყიდვაც ისევე შესაძლებელია, როგორც შაქრის ან ყავის. ასეთი ცოდნისთვის იმაზე მეტს გადავიხდი, ვიდრე სხვა რაიმე პროდუქტისთვის.

9. არასდროს ვარ გაბრაზებული, მხოლოდ აღელვებული.

10. მამა და პაპა არასდროს გვაძლევდნენ იმის ფიქრის საშუალებას, რომ უზომოდ ბევრი ფული გვაქვს. ყოველთვის გვეუბნებოდნენ, რომ ფული ღმერთს ეკუთვნის და ჩვენ მხოლოდ განვკარგავთ მათ.

11. ბიზნესში წარმატებისთვის განათლება, დისციპლინა და თავდაუზოგავი შრომაა საჭირო. თუ ეს ყველაფერი არ გაშინებთ, დღეს უფრო მეტი შესაძლებლობაა, ვიდრე ოდესმე ყოფილა.

12. ხუმრობა და ფულის სესხება მოულოდნელად უნდა შეგეძლოთ.

13. შექმენით ისეთი რამ, რაც დიდხანს იარსებებს.

14. ხშირად მეკითხებიან, როგორც ვიცოცხლოთ დიდხანსო? ყოველთვის ერთსა და იმავეს ვპასუხობ - იცხოვრეთ უბრალო ცხოვრებით, ითამაშეთ თქვენს შვილებთან ერთად და დატკბით ყველაფრით, რასაც აკეთებთ.

15. დარწმუნებული ვარ, რომ მატერიალურ ნივთებს შეუძლიათ შეგიქმნან სასიამოვნო ცხოვრება. მაგრამ თუ ძალიან კარგი მეგობრები და ნათესავები არ გყავთ, ცხოვრება ფუჭი და მოსაწყენი იქნება.

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა

"პუტინის მზარეულის" საცეცები მსოფლიო სოციალურ ქსელებში - როგორ მუშაობს რუსული "ტროლების ფაბრიკა"