ერაყის დედაქალაქში დანაღმული ავტომანქანის აფეთქებას 23 ადამიანი ემსხვერპლა

ერაყის დედაქალაქში დანაღმული ავტომანქანის აფეთქებას 23 ადამიანი ემსხვერპლა

სულ მცირე, 23 ადამიანი დაიღუპა და ათეულობით დაშავდა ერაყის დედაქალაქ ბაღდადში დანაღმული ავტომანქანის აფეთქების შედეგად. ამის შესახებ არაბული მედია პოლიციაზე დაყრდნობით იუწყება.

სააგენტო "როიტერის" ინფორმაციით კი, აფეთქება ამილის კვარტალში მოხდა, რომელიც მოვაჭრეების სიმრავლით გამოირჩევა. სააგენტოს ინფორმაციით, დაღუპულია 23 ადამიანი, 45 კი დაიჭრა.

ამ დროისთვის ტერაქტზე პასუხისმგებლობა არც ერთ ტერორისტულ დაჯგუფებას არ აუღია. თუმცა, ერაყში, ძირითადად, თავდასხმებს "ისლამური სახელმწიფო" ახორციელებს.

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა

"პუტინის მზარეულის" საცეცები მსოფლიო სოციალურ ქსელებში - როგორ მუშაობს რუსული "ტროლების ფაბრიკა"