სროლა ინგლისის პარლამენტთან - არიან დაშავებულები

სროლა ინგლისის პარლამენტთან - არიან დაშავებულები

დიდი ბრიტანეთის პარლამენტის შენობასთან სროლების შედეგად ორი ადამიანი დაშავდა. ამის შესახებ "ბი-ბი-სი" პარლამენტის პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. სხვა ინფორმაციით, დაშავებულია 6-დან 10-მდე ადამინი. პოლიციას მომხდარზე ოფიციალური კომენტარი ამ დრომდე არ გაუკეთებია. ასევე უცნობია, ვინ გახსნა ცეცლი.

ბრიტანეთის პარლამენტის მუშაობა შეჩერდა. შენობაში შესასვლელი დაიკეტა.  ჟურნალისტ კევინ შოფილდის ინფორმაციით, რომელიც იმ დროისთვის პარლამენტის შენობაში იმყოფებოდა, გაიგონა სროლების ხმა, შემდეგ კი ყვირილი. მისი თქმით, ნახა, ვიღაც როგორ დაესხა თავს პოლიციელს და შენიშნა შეიარაღებული მამაკაცი.

ჟურნალისტის ინფორმაციით, ამის შემდეგ გაისმა სროლების ხმა და ქუჩაზე შეიარაღებული პოლიციელები გამოჩნდნენ. ასევე დაინახა, პარლამენტის ეზოში როგორ აღმოუჩინეს სამედიცინო დახმარება ერთ-ერთ დაზარალებულს.

იხილეთ ვიდეო: LIVE: რა ხდება ამ წუთებში ლონდონში, სადაც პარლამენტთან აფეთქება მოხდა

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა

"პუტინის მზარეულის" საცეცები მსოფლიო სოციალურ ქსელებში - როგორ მუშაობს რუსული "ტროლების ფაბრიკა"