რა ხდება ლონდონში, სადაც თავდასხმა ტერორისტულ აქტად შეფასდა - ნახეთ კადრები

რა ხდება ლონდონში, სადაც  თავდასხმა ტერორისტულ აქტად შეფასდა - ნახეთ კადრები

ინგლისში პარლამენტის შენობასთან მომხდარი შემთხვევის შედეგად, ლონდონის პოლიციამ უსაფრთხოების ზომები გაამკაცრა. დიდი ბრიტანეთის პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიასა და პარალელურ ქუჩებზე მოძრაობა აკრძალულია.

BBC-ის ინფორმაციით, ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ ტერეზა მეის პარლამენტის შენობიდან ევაკუაცია განხორციელდა. ქვეყნის პრემიერი ამ დროისთვის უსაფრთხო ადგილზე იმყოფება.

ამჟამად შენობა ბლოკირებულია და შიგნით არავის უშვებენ. დაკეტილია მიმდებარე მეტროს სადგურიც.

სამართალდამცავები მოსახლეობას მიმდებარე ქუჩებზე გადაადგილებისგან თავის შეკავებას სთხოვს.  ნახეთ სხვა ფოტოები

BBC-ის ინფორმაციით, დიდი ბრიტანეთის პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე, სამართალდამცავებმა რამდენიმე საცხოვრებელი სახლი უკვე შეამოწმეს. პოლიციის მოთხოვნით ასევე დაკეტილია Westminster-ის მეტროს სადგური.

თემთა პალატის თავმჯდომარის, დევიდ ლიდინგტონის განცხადებით კი თავდამსხმელი ლიკვიდირებულია.

ნახეთ სხვა ფოტოები

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა

"პუტინის მზარეულის" საცეცები მსოფლიო სოციალურ ქსელებში - როგორ მუშაობს რუსული "ტროლების ფაბრიკა"