ლონდონში ტერაქტის შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობა გაიზარდა

ლონდონში ტერაქტის შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობა გაიზარდა

ლონდონში, პარლამენტის შენობასთან დღეს მომხდარი ტერაქტის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი ორამდე გაიზარდა, - ამის შესახებ "სქაი ნიუსი" იუწყება.

მანამდე გავრცელებული ინფორმაციით, ერთი დაშავებული ქალბატონი საავადმყოფოში, მიყენებული დაზიანებების შედეგად გარდაიცვალა.

ბრიტანული მედიის ინფორმაციით, დაჭრილებს შორის სამი პოლიციელია.

ამასთან, ცნობილი გახდა, რომ ქვეყნის პრემიერმინისტრი ტერეზა მეი ლონდონში დღეს მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, მინისტრთა კაბინეტის წევრებთან საგანგებო თათბირს გამართავს.

ნახეთ კადრები შემთხვევის ადგილიდან

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა

"პუტინის მზარეულის" საცეცები მსოფლიო სოციალურ ქსელებში - როგორ მუშაობს რუსული "ტროლების ფაბრიკა"