ტერაქტი ინგლისის პარლამენტთან - ყველაზე დრამატული კადრები

ტერაქტი ინგლისის პარლამენტთან - ყველაზე დრამატული კადრები

ინგლისში პარლამენტის შენობასთან მომხდარი შემთხვევის შედეგად, ლონდონის პოლიციამ უსაფრთხოების ზომები გაამკაცრა.   ტერაქტის დროს სამი ფრანგი სტუდენტი დაშავდა. ამის შესახებ "ფიგარო" დიპლომატიურ წყაროებზე დაყრდნობით იუწყება.

ინფორმაცია მოგვიანებით დაადასტურა საფრანგეთის პრემიერ-მინისტრმა ბერნარ კაზნევმა და საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა რომენ ნადალმა. "ვადასტურებთ, რომ წმინდა იოსების სკოლის სამი სტუდენტი დაჭრილებს შორისაა", - განაცხადა მან.                         ნახეთ კადრები შემთხვევის ადგილიდან დიდი ბრიტანეთის პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიასა და პარალელურ ქუჩებზე მოძრაობა აკრძალულია.

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ ტერეზა მეის პარლამენტის შენობიდან ევაკუაცია განხორციელდა. ქვეყნის პრემიერი ამ დროისთვის უსაფრთხო ადგილზე იმყოფება.

ამჟამად შენობა ბლოკირებულია და შიგნით არავის უშვებენ. დაკეტილია მიმდებარე მეტროს სადგურიც.

სამართალდამცავები მოსახლეობას მიმდებარე ქუჩებზე გადაადგილებისგან თავის შეკავებას სთხოვს.

ნახეთ კადრები შემთხვევის ადგილიდან

თემთა პალატის თავმჯდომარის, დევიდ ლიდინგტონის განცხადებით კი თავდამსხმელი ლიკვიდირებულია.

ნახეთ ვიდეოკადრები

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა

"პუტინის მზარეულის" საცეცები მსოფლიო სოციალურ ქსელებში - როგორ მუშაობს რუსული "ტროლების ფაბრიკა"