Daily Mail - არ დადასტურდა ინფორმაცია, რომ ლონდონში მომხდარი ტერაქტის უკან აბუ იზადინი იდგა, რადგან პირი აღნიშნული სახელით და გვარით ციხეში ზის

Daily Mail - არ დადასტურდა ინფორმაცია, რომ ლონდონში მომხდარი ტერაქტის უკან აბუ იზადინი იდგა, რადგან პირი აღნიშნული სახელით და გვარით ციხეში ზის

მედიაში გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ გუშინ ლონდონში მომხდარი ტერაქტის უკან აბუ იზადინი იდგა, არ დადასტურდა, - იუწყება Daily Mail.

ბრიტანული ტელეარხი Channel 4-ის გუშინ გავრცელებული ინფორმაციით, პირი, რომელიც ავტომობილით დაეჯახა ფეხით მოსიარულეებს ვესტმინსტერის ხიდზე და რომელიც შემდეგ პოლიციამ გაანეიტრალა, აბუ იზადინი იყო.

თუმცა, მოგვიანებით ზოგიერთ მედია საშუალებაში ინფორმაცია გავრცელდა, რომ პირი აღნიშნული სახელითა და გვარით ციხეში ზის, შესაბამისად, მას არ შეეძლო ტერაქტის განხორციელება.

გამოცემა The Independent-მა, რომელმაც ტერორისტად აბუ იზადინი მოიხსენია, მოგვიანებით წაშალა ეს ინფორმაცია თავისი საიტიდან.

ლონდონში გუშინ მომხდარი ტერაქტის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 5-მდე გაიზარდა, დაშავებულია 40-მდე ადამიანი.

"ინტერპრესნიუსი"

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა

"პუტინის მზარეულის" საცეცები მსოფლიო სოციალურ ქსელებში - როგორ მუშაობს რუსული "ტროლების ფაბრიკა"