ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი - ტერაქტის განხორციელების ადგილი შემთხვევითი არ იყო

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი - ტერაქტის განხორციელების ადგილი შემთხვევითი არ იყო

ტერორისტული აქტის განხორციელების ადგილი შემთხვევითი არ იყო, - განაცხადა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ტერეზა მეიმ გუშინ ლონდონში მომხდარ ტერორისტულ აქტთან დაკავშირებით.

„ტერაქტის ადგილი შემთხვევითი არ იყო. ტერორისტებმა დარტყმის განხორციელების ადგილად შეარჩიეს ჩვენი დედაქალაქის შუაგული, სადაც ყველა ეროვნების, რელიგიისა და კულტურის ხალხი ერთად ზეიმობენ თავისუფლების, დემოკრატიისა და სიტყვის თავისუფლების ღირებულებებს“, - განაცხადა ტერეზა მეიმ.

მისი თქმით, „ჩვენი პარლამენტის ღირებულებები, დემოკრატია, თავისუფლება, ადამიანის უფლებები, კანონის უზენაესობა, ყველგან აღტაცებასა და პატივსცემას იწვევს თავისუფალი ხალხის მხრიდან.

„ზუსტად ამიტომაც არის ეს სამიზნე მათთვის, ვინც უარყოფს ამ ღირებულებებს“, - დასძინა ტერეზა მეიმ.

„ჩვენი ქვეყნის სახელით პატივი მინდა მივაგო ჩვენს მამაც პოლიციელებსა და უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლებს, რომლებიც თავიანთ სიცოცხლეს რისკის ქვეშ აყენებენ, რათა ჩვენ უსაფრთხოდ ვიყოთ“, - ხაზგასმით აღნიშნა ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა.

ლონდონში გუშინ მომხდარი ტერაქტის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 5-მდე გაიზარდა, დაშავებულია 40-მდე ადამიანი.

"ინტერპრესნიუსი"

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა

"პუტინის მზარეულის" საცეცები მსოფლიო სოციალურ ქსელებში - როგორ მუშაობს რუსული "ტროლების ფაბრიკა"