უკრაინის შს მინისტრის მრჩეველმა რუსეთის დუმის ყოფილი დეპუტატის მკვლელის ვინაობა დაასახელა

უკრაინის შს მინისტრის მრჩეველმა რუსეთის დუმის ყოფილი დეპუტატის მკვლელის ვინაობა დაასახელა

უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩეველმა ანტონ გერაშენკომ რუსეთის სახელმწიფო დუმის ყოფილი დეპუტატის, დენის ვორონენკოვის მკვლელის ვინაობა დაასახელა.

„დენის ვორონენკოვის მკვლელი უკრაინის მოქალაქე პაველ პარშოვია, რომელიც 1988 წელს ქალაქ სევასტოპოლში დაიბადა“, - ამის შესახებ ანტონ გერაშენკომ „ფეისბუქის“ პირად გვერდზე დაწერა.

გერშენკომ ასევე დაადასტურა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ ვორონენკოვის მკვლელი ერთი წლის განმავლობაში ეროვნულ გვარდიაში მსახურობდა, საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობა არ მიუღია და ეროვნული გვარდიის რიგები 2016 წლის აგვისტოში დატოვა.

რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს ყოფილი დეპუტატის, დენის ვორონენკოვის მკვლელი მიღებული ჭრილობების შედეგად, საავადმყოფოში გუშინ გარდაიცვალა.

რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს ყოფილი დეპუტატი დენის ვორონენკოვი კიევის ცენტრში გუშინ მოკლეს. დენის ვორონენკოვი უკრაინაში 2016 წლის ოქტომბრიდან იმყოფებოდა. მან ასევე ჩვენება მისცა უკრაინის ყოფილი პრეზიდენტის ვიქტორ იანუკოვიჩის საქმესთან დაკავშირებით.

ყოფილ დეპუტატზე რუსეთში ფედერალური ძებნა იყო გამოცხადებული. რუსეთის საგამოძიებო კომიტეტი ყოფილ დეპუტატთან მიმართებაში საქმეს თაღლითობის მიუხლით იძიებდა. მას ბრალი ედებოდა მოსკოვის ცენტრში 5 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების შენობის ხელში ჩაგდება.

"ინტერპრესნიუსი"

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა

"პუტინის მზარეულის" საცეცები მსოფლიო სოციალურ ქსელებში - როგორ მუშაობს რუსული "ტროლების ფაბრიკა"