ბანგლადეშის ჩრდილო-აღმოსავლეთით აფეთქებას 6 ადამიანი ემსხვერპლა

ბანგლადეშის ჩრდილო-აღმოსავლეთით აფეთქებას 6 ადამიანი ემსხვერპლა

ბანგლადეშის ჩრდილო-აღმოსავლეთით მომხდარ აფეთქებას 6 ადამიანი ემსხვერპლა. "ბი-ბი-სი"-ს ინფორმაციით, დაშავებულია 50 ადამიანი. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა დაჯგუფება "ისლამურმა სახელმწიფომ" საკუთარ თავზე აიღო.

გარდაცვლილთა შორის ორი სამართალდამცველია. დაშავებულები ადგილობრივ საავადმყოფოებში გადაიყვანეს. ზოგიერთი მთგანის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია. სამართალდამცველებმა დაახლოებით 24 საათის წინ ქალაქში ექსტრემისტების ჯგუფი აღმოაჩინეს. "ბოევიკები" ხუთსართულიან საცხოვრებელ სახლში გამაგრდნენ, რომელშიც იმ მომენტისთვის 70 ადგილობრივი მცხოვრები იმყოფებბოდა. პოლიციის თანამშრომლები განმარტავენ, რომ მათ ტერორისტებს დანებებისკენ მოუწოდეს, რაზეც ექსტრემისტებმა უარი განაცხადეს, ამის შემდეგ სპეცდანიშნულების სამსახური შეტევაზე გადავიდა.

მიუხედავად იმისა, რომ პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე დაეშმა აიღო, ადგილობრივი ხელისუფლება აცხადებს, რომ ქვეყანაში "ისლამური სახელმწიფოს" მებრძოლები არ იმყოფებიან. ხელისუფლება ტერაქტზე პასუხისმგებლობას ადგილობრივ ისლამისტურ დაჯგუფებას "ჯამაათ-ულ-მუჯახედინ ბანგლადეშს" აკისრებს.

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა

"პუტინის მზარეულის" საცეცები მსოფლიო სოციალურ ქსელებში - როგორ მუშაობს რუსული "ტროლების ფაბრიკა"