მოსკოვში გამართულ აქციაზე 130-ზე მეტი ადამიანი დააკავეს

მოსკოვში გამართულ აქციაზე 130-ზე მეტი ადამიანი დააკავეს

მოსკოვში გამართულ აქციაზე 130-ზე მეტი ადამიანი დააკავეს მოსკოვში დღეს გამართულ ანტიკორუფციულ მიტინგზე 130-ზე მეტი ადამიანია დაკავებული. ამის შესახებ tvrain.ru იუწყება.

მედიასაშუალების ინფორმაციით, დაკავებისას პოლიციამ ხელკეტები და ცრემლსადენი გაზი გამოიყენა. აქციაზე რუსული ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი, აქციის ორგანიზატორი ალექსეი ნავალნიც დააკავეს.

მსგავსი ანტიკორუფციული აქცია რუსეთის სხვადასხვა ქალაქში ჩატარდა.

რამდენიმე კვირის წინ ალექსეი ნავალნის ორგანიზაციამ რუსეთის პრემიერმინისტრ დიმიტრი მედვედევის კორუფციული გზით ქონების დაგროვების შესახებ კვლევის შედეგები გამოაქვეყნა.

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა

"პუტინის მზარეულის" საცეცები მსოფლიო სოციალურ ქსელებში - როგორ მუშაობს რუსული "ტროლების ფაბრიკა"