მოსკოვში გამართულ აქციაზე დაკავებულთა რიცხვი 600-ს აჭარბებს

მოსკოვში გამართულ აქციაზე დაკავებულთა რიცხვი 600-ს აჭარბებს

მოსკოვში დღეს გამართული ანტიკორუფციული მიტინგის დროს დაკავებულთა რიცხვი 600-ზე მეტია. ამის შესახებ tvrain.ru წყაროზე დაყრდნობით იუწყება.

სააგენტოს თანამოსაუბრე ვარაუდობს, რომ უმეტესობის მიმართ ადმინისტრაციულ ოქმებს შეადგენენ შესაბამისი მუხლით, რაც მიტინგის, დემონსტრაციის, პიკეტირებისა და მსვლელობის მოწყობას გულისხმობს.

მოსკოვში დღეს გამართული აქციისას ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნიც დააკავეს. აქციაში 7-8 ათასამდე ადამიანი მონაწილეობდა.

მსგავსი ანტიკორუფციული აქცია რუსეთის სხვადასხვა ქალაქში გაიმართა.

რამდენიმე კვირის წინ ალექსეი ნავალნის ორგანიზაციამ რუსეთის პრემიერმინისტრ დიმიტრი მედვედევის კორუფციული გზით ქონების დაგროვების შესახებ კვლევის შედეგები გამოაქვეყნა.

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა

"პუტინის მზარეულის" საცეცები მსოფლიო სოციალურ ქსელებში - როგორ მუშაობს რუსული "ტროლების ფაბრიკა"