რუსი სენატორი - რუსეთის ზოგიერთ სკოლაში პატრიოტიზმის გაკვეთილის კორუფციასთან ბრძოლის გაკვეთილით ჩანაცვლება დაიწყეს, რაც სახიფათოა

რუსი სენატორი - რუსეთის ზოგიერთ სკოლაში პატრიოტიზმის გაკვეთილის კორუფციასთან ბრძოლის გაკვეთილით ჩანაცვლება დაიწყეს, რაც სახიფათოა

რუსი სენატორი ელენა მიზულინა "სკოლებში კორუფციასთან ბრძოლის გაკვეთილების ჩატარებაში სახიფათო ტენდენციას" ხედავს.

მისი განცხადებით, რიგ სკოლებში პატრიოტიზმის გაკვეთილები კორუფციასთან ბრძოლის გაკვეთილებით ჩაანაცვლეს. აღნიშნულთან დაკავშირებით მან რუსეთის ფედერაციის საბჭოს განათლების კომიტეტს ამ ინფორმაციის გადამოწმება მოსთხოვა.

"რიგ სკოლებში პატრიოტიზმის გაკვეთილების კორუფციასთან ბრძოლის გაკვეთილებით ჩანაცვლება დაიწყეს. ბავშვებს აძალებენ კორუფციაზე სურათების ხატვას, შესაბამის ინფორმაციას აწოდებენ სხვადასხვა ქვეყნებში კორუფციის დონეებზე, სადაც რუსეთი რეიტინგის ბოლოშია უზბეკეთთან ერთად. ეს სახიფათო ტენდენციაა", - განაცხადა მიზულინამ.

აღსანიშნავია, რომ 26 მარტს მოსკოვში კორუფციის წინააღმდეგ გამართულ მიტინგზე 900-მდე ადამიანი დააკავეს.

აქციის მონაწილეების წინააღმდეგ პოლიციამ ხელკეტები და ცრემლსადენი გაზი გამოიყენა.

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა

"პუტინის მზარეულის" საცეცები მსოფლიო სოციალურ ქსელებში - როგორ მუშაობს რუსული "ტროლების ფაბრიკა"