აფეთქება სანკტ-პეტერბურგის მეტროში - 10-ზე მეტი გარდაცვლილი და 50-მდე დაშავებული

აფეთქება სანკტ-პეტერბურგის მეტროში - 10-ზე მეტი გარდაცვლილი და 50-მდე დაშავებული

სანკტ-პეტერბურგის მეტროპოლიტენის ერთ-ერთ სადგურზე აფეთქება ადგილობრივი დროით 14:30 საათზე მოხდა.

რუსი სამართალდამცველების ინფორმაციით, სანკტ-პეტერბურგის მეტროში აფეთქების მიზეზი ვაგონში დაუდგენელი მოწყობილობის ამოქმედება იყო. როგორც ადგილობრივი მედია წერს, ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, სულ მცირე 10 ადამიანია დაღუპული. დაშავებულთა რაოდენობა კი 50-მდე აღწევს.

ვიდეო: უწყვეტი პირდაპირი ეთერი სანტ-პეტერბურგიდან

ამ ეტაპზე სანკტ-პეტერბურგის მეტროპოლიტენის ყველა - 63-ვე სადგური დაიხურა, - წერს რუსული მედია.

რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის განცხადებით, ყველა ვერსია განიხილება, მათ შორის ტერორისტული აქტიც.

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა

"პუტინის მზარეულის" საცეცები მსოფლიო სოციალურ ქსელებში - როგორ მუშაობს რუსული "ტროლების ფაბრიკა"