პუტინის პირველი კომენტარი პეტერბურგის მეტროში მომხდარ აფეთქებაზე: "განიხილება ტერორისტული აქტის ვერსიაც..."

პუტინის პირველი კომენტარი პეტერბურგის მეტროში მომხდარ აფეთქებაზე: "განიხილება ტერორისტული აქტის ვერსიაც..."

რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის განცხადებით, სანკტ-პეტერბურგის მეტროში მომხდარი აფეთქების მიზეზი ჯერ დადგენილი არ არის, თუმცა განიხილება ყველა ვერსია, მათ შორის ტერორისტული აქტი.

აღნიშნულ ინციდენტთან დაკავშირებით რუსეთის პრეზიდენტი უკვე გაესაუბრა რუსეთის უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის დირექტორს.

აღსანიშნავია, რომ მომხდარის გამო მოსკოვის მეტროპოლიტენში უსაფრთხოების ზომები გაძლიერებულია.

რუსი სამართალდამცველების ინფორმაციით, სანკტ-პეტერბურგის მეტროში აფეთქების მიზეზი ვაგონში დაუდგენელი მოწყობილობის ამოქმედება იყო.

აღნიშნული მომენტისთვის მეტროსადგურიდან ხალხის ევაკუაცია მიმდინარეობს.

როგორც ადგილობრივი მედია წერს, ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, სულ მცირე 10 ადამიანია დაღუპული. დაშავებულთა რაოდენობა კი 50-მდე აღწევს.

დაათვალიერეთ ფოტოები აფეთქების ადგილიდან

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა

"პუტინის მზარეულის" საცეცები მსოფლიო სოციალურ ქსელებში - როგორ მუშაობს რუსული "ტროლების ფაბრიკა"