მელანია ტრამპის ოფიციალური პორტრეტი 25-კარატიანი ბრილიანტის ბეჭდით და "ზედმეტი ფოტოშოპით"

მელანია ტრამპის ოფიციალური პორტრეტი 25-კარატიანი ბრილიანტის ბეჭდით და "ზედმეტი ფოტოშოპით"

3 აპრილს, თეთრმა სახლმა ამერიკის პირველი ლედის, მელანია ტრამპის პირველი ოფიციალური პორტრეტი გამოაქვეყნა. სტანდარტულ ფოტოზე, სადაც ხელებგადაჯვარედინებული მელანია კამერის ობიექტივში იხედება, ერთმა დეტალმა სოციალურ ქსელ "ტვიტერზე" საზოგადოების აღშფოთება გამოიწვია. პირველ ლედის 25-კარატიანი ბრილიანტის ნიშნობის ბეჭედი უკეთია. ეს ბეჭედი მას 2014 წელს დონალდ ტრამპმა აჩუქა და მისი მაშინდელი ღირებულება 3 მილიონი დოლარი იყო.

გამოცემა Cosmopolitan-მა ფოტოს "ზედმეტად ხელოვნური" უწოდა და ფოტოშოპის ზედმეტი რაოდენობა დაუწუნა.

ფოტოს კრიტიკოსებმა ასევე აღნიშნეს, რომ ამ ბეჭდის ღირებულება იმ პროგრამების დაფინანსებას ეყოფოდა, რომელიც პრეზიდენტის შემოღებულმა ახალმა ბიუჯეტირებამ შეზღუდა.

ასევე წაიკითხეთ:

მელანია დონალდ ტრამპამდე - პირველი ლედის გზა სლოვენიის პატარა ქალაქიდან თეთრ სახლამდე

"სევდიანი მელანია" - ახალი კამპანია, რომელიც სოციალურ ქსელში დიდი პოპულარობით სარგებლობს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა

"პუტინის მზარეულის" საცეცები მსოფლიო სოციალურ ქსელებში - როგორ მუშაობს რუსული "ტროლების ფაბრიკა"