ქიმიური თავდასხმა სირიაზე, რომელსაც 70-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა - უმძიმესი კადრები იდლიბიდან

 ქიმიური თავდასხმა სირიაზე, რომელსაც 70-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა - უმძიმესი კადრები იდლიბიდან

სტატია შეიცავს მძიმე კადრებს!

სირიის პროვინცია იდლიბზე განხორციელებულ ქიმიურ თავდასხმას წინასწარი მონაცემებით, 72 ადამიანი ემსხვერპლა. დაღუპულთა შორის 20 ბავშვია. ადამიანები ტოქსიკური გაზის გამოყენების შედეგად გაიგუდნენ და მოიწამლნენ. ინტერნეტსივრცეში თავდასხმის შემდეგ გადაღებული უმძიმესი კადრები ვრცელდება - პროვინციის ქუჩებში ათობით მოზარდისა და ბავშვის უსულო ცხედარი ყრია, ადგილობრივები კი გადარჩენილებისთვის პირველადი დახმარების აღმოჩენას ცდილობენ.

იხილეთ ვიდეო: კადრები, რომელშიც სირიაზე ქიმიური თავდასხმის შემზარავი შედეგია ასახული

ბრიტანული მედია 400-მდე დაშავებულის შესახებ იუწყება, რომლებსაც ინტოქსიკაცია აღენიშნებათ. სირიის უფლებადამცველი ობსერვატორიის აქტივისტების წარმომადგენლების ცნობით, ქიმიური ნივთიერების გამოყენება როგორც რუსულ, ასევე სირიის სამთავრობო ძალებს ბრალდება.

გაეროს უშიშროების საბჭო სირიაში ქიმიური თავდასხმის შესახებ ინფორმაციასთან დაკავშირებით, რის გამოც ათობით ადამიანი დაიღუპა, 5 აპრილს საგანგებო სხდომაზე შეიკრიბება. ამის შესახებ "როიტერი" იუწყება. "მომხდარით ძალიან შეშფოთებულები ვართ. ამიტომ 5 აპრილს დილით საგანგებო სხდომას გავმართავთ", - განაცხადა გაეროში აშშ-ს ელჩმა ნიკი ჰეილიმ.

სირიის 6-წლიანი ომის მანძილზე, სხვადასხვა მონაცემებით 400 000-ზე მეტი ბავშვია დაღუპული. UNICEF-ის მიხედვით, მხოლოდ 2012 წლის თებერვალში საომარ მოქმედებებს 500 ბავშვი ემსხვერპლა.

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა

"პუტინის მზარეულის" საცეცები მსოფლიო სოციალურ ქსელებში - როგორ მუშაობს რუსული "ტროლების ფაბრიკა"