პუტინის ყოფილი ცოლი ახალგაზრდა ქმართან ერთად პაპარაცებმა ლონდონის აეროპორტში გამოიჭირეს

პუტინის ყოფილი ცოლი ახალგაზრდა ქმართან ერთად პაპარაცებმა ლონდონის აეროპორტში გამოიჭირეს

რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის ყოფილი მეუღლე ლუდმილა პუტინა გასულ წელს გათხოვდა. იგი თავისზე 20 წლით უმცროს მამაკაცს გაჰყვა ცოლად.

დღეს რუსული ინტერნეტგამოცემები აჭრელდა ლონდონის აეროპორტში გადაღებული კადრებით, რომელშიც პაპარაცმა წყვილი ერთად დააფიქსირა. ექსკლუზიური კადრები გამოცემა СтарХит-მა გაავრცელა. იმის გამო, რომ რუსული მედია არ არის განებივრებული ლუდმილა პუტინას ახალი საოჯახო ფოტოებით, ამ ფოტოების მიმართ რუსი საზოგადოების ინტერესი ძალიან მაღალია.

იხილეთ ვიდეო

რუსეთის პრეზიდენტის ყოფილი ცოლი მეორედ გასულ წელს გათხოვდა. 58 წლის ლუდმილა პუტინამ გვარიც შეიცვალა და ოჩერეტნაია გახდა. მისი რჩეული, 37 წლის არტურ ოჩერეტნია, ინტერპერსონალური კომუნიკაციების განვითარების ცენტრის უფროსი. ამ ორგანიზაციას პუტინის ყოფილი მეუღლე დიდი ხანია უწევს მხარდაჭერას.

ვლადიმერი და ლუდმილა 30 წელი იყვნენ დაქორწინებულნი - 1983 წლიდან 2013 წლამდე. მათ ერთად ორი ქალიშვილი ჰყავთ - 30 წლის მარია და 29 წლის კატერინა.

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა

"პუტინის მზარეულის" საცეცები მსოფლიო სოციალურ ქსელებში - როგორ მუშაობს რუსული "ტროლების ფაბრიკა"