სტოკჰოლმში სატვირთო მანქანა ხალხში შევარდა - არის მსხვერპლი

სტოკჰოლმში სატვირთო მანქანა ხალხში შევარდა - არის მსხვერპლი

სტოკჰოლმში სატვირთო ავტომანქანის ხალხში შევარდნის შედეგად სულ მცირე სამი ადამიანი დაიღუპა, არიან დაშავებულებიც, - იუწყება Sky News.

გავრცელებული ინფორმაციით, დიდ სიჩქარით მოძრავი სატვირთო ავტომანქანა ფეხით მოსიარულეებს შეეჯახა. მანქანა სავაჭრო ცენტრის ვიტრინაში შევარდა.

სტოკჰოლმში მომხდარ შემთხვევას პოლიცია "შესაძლო ტერაქტად" განიხილავს.

"ყველაფერი იმაზე მიუთითებს, რომ რაც დღეს მოხდა, ტერორისტული აქტია" - ამის შესახებ შვედეთის პრემიერ-მინისტრმა სტეფან ლოფენმა განაცხადა.

ამ მომენტისთვის პოლიციამ შემთხვევის ადგილის ბლოკირება მოახდინა. ქუჩაზე პოლიციისა და სასწრაფო დახმარების ბრიგადები მუშაობენ.

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა

"პუტინის მზარეულის" საცეცები მსოფლიო სოციალურ ქსელებში - როგორ მუშაობს რუსული "ტროლების ფაბრიკა"