ორი აფეთქება ეგვიპტის ორი ქალაქის ეკლესიაში - დაღუპულია 36, დაშავდა 100-ზე მეტი ადამიანი

ორი აფეთქება ეგვიპტის ორი ქალაქის ეკლესიაში - დაღუპულია 36, დაშავდა 100-ზე მეტი ადამიანი

ეგვიპტის ორ ქალაქში რამდენიმე საათის ინტერვალით ორი აფეთქება მოხდა.

პირველი აფეთქება ეგვიპტის ჩრდილოეთ ნაწილში, ქალაქ ტანტაში მდებარე კოპტურ ეკლესიაში მოხდა. ბოლო ინფორმაციით, ქალაქის უდიდეს ეკლესიაში აფეთქების ხმა დილით, ბზობის (პალმის) დღესასწაულის მსახურების დროს გაისმა. ასაფეთქებელი მომლოცველთა დარბაზში აფეთქდა. ბოლო ინფორმაციით, აფეთქებას 30-მდე ადამიანი ემსხვერპლა, დაშავებულთა რიცხვი კი 70-ს აჭარბებს.

ეგვიპტის უსაფრთხოების სამსახურმა ტანტეს კოპტურ ეკლესიაში მომხდარ აფეთქებაში ეჭვმიტანილი მალევე დააკავა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, მამაკაცი ეკლესიის მახლობლად იმყოფებოდა. ის პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს.

დაახლოებით ერთი საათის შემდეგ, კიდევ ერთი აფეთქება მოხდა ეგვიპტეში. ამჯერადაც სამიზნე ეკლესია გახდა. ქალაქ ალექსანდრიაში, ერთ-ერთ ეკლესიასთან მომხდარი აფეთქების შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა და 40 დაშავდა. ადგილობრივი მედიის მიერ მანამდე გავრცელებული ინფორმაციით, პოლიციის ოფიცერი თვითმკვლელი ტერორისტის დაკავების მომენტში მაშინ დაიღუპა, როდესაც ის ეკლესიის შენობაში შესვლას ცდილობდა. თვითმკვლელი იძულებული გახდა, თავი ტაძრის შესასვლელ კართან აეფეთქებინა. დაშავებულთა შორის სამი პოლიციელი და სამი მშვიდობიანი მოქალაქეა.

ვარაუდობენ, რომ აფეთქების მომენტში ალექსანდრიის კოპტურ ტაძარში აფეთქების დროს კოპტური ეკლესიის პატრიარქი თეოდორე მეორე იმყოფებოდა.

"ალ-ჯაზრას" ინფორმაციით, ეგვიპტეში მცხოვრები ქრისტიანები ისლამისტების თავდასხმის სამიზნე ხშირად ხდებიან. დეკემბერში კაიროში მდებარე კოპტურ ეკლესიაში მომხდარ აფეთქებას 25 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა

"პუტინის მზარეულის" საცეცები მსოფლიო სოციალურ ქსელებში - როგორ მუშაობს რუსული "ტროლების ფაბრიკა"