პეტერბურგის მეტროს სადგურში განგაში ცრუ აღმოჩნდა

პეტერბურგის მეტროს სადგურში განგაში ცრუ აღმოჩნდა

პეტერბურგში მეტროს სადგურ "Площадь восстания"-ზე, რომელიც სააგენტო "რია ნოვოსტის" ინფორმაციით, სადგურზე ნაპოვნი საეჭვო საგნის გამო დაკეტეს, ცრუ განგაში აღმოჩნდა. ამ დროისთვის მეტროს სადგური მგზავრებისთვის უკვე გაიხსნა.

მანამდე გავრცელებული ინფორმაციით: "ადგილობრივი დროით, 16:45 საათზე სადგურ "Площадь восстания"-ს ბაქანზე საეჭვო ნივთი აღმოაჩინეს. სადგური და სხვა სადგურზე გადასასვლელი დაიკეტა.

მიწისქვეშა სადგური მგზავრებისთის დაახლოებით ნახევრ საათში გაიხსნა.

პეტერბურგის მეტროპოლიტენში 3 აპრილს ტერაქტი მოხდა, რის შედეგადაც 10-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა და ათეულობით დაშავდა.

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა

"პუტინის მზარეულის" საცეცები მსოფლიო სოციალურ ქსელებში - როგორ მუშაობს რუსული "ტროლების ფაბრიკა"