რომის პაპი - მსოფლიო ომებისა და ტერორიზმისგან დაიტანჯება

რომის პაპი - მსოფლიო ომებისა და ტერორიზმისგან დაიტანჯება

რომის პაპმა ეგვიპტის ქალაქ ტანტას კოპტურ ეკლესიაში მომხდარი აფეთქება დაგმო და განაცხადა, რომ მსოფლიო ომებისა და ტერორიზმისგან დაიტანჯება.

აფეთქების შესახებ შეტყობინება ვატიკანმა მაშინ მიიღო, როდესაც პაპი ფრანცისკე ბზობის დღესასწაულთან დაკავშირებულ წირვას აღავლენდა.

"ვლოცულობ დაღუპულთა და დაშავებულებისთვის. დაე, უფალმა გარდაქმნას იმ ადამიანების გულები, ვინც შიშს, ძალადობასა და სიკვდილს თესავს. იმ ადამიანების გულებიც გარდაქმნას, ვინც აწარმოებს და ავრცელებს იარაღს", - განაცხადა პაპმა.

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა

"პუტინის მზარეულის" საცეცები მსოფლიო სოციალურ ქსელებში - როგორ მუშაობს რუსული "ტროლების ფაბრიკა"