ნატო ცხინვალში გამართულ ე.წ. არჩევნებსა და რეფერენდუმს არ აღიარებს

 ნატო ცხინვალში გამართულ ე.წ. არჩევნებსა და რეფერენდუმს არ აღიარებს

ნატო არ აღიარებს ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებსა და რეფერენდუმს, რომელიც გუშინ ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე გაიმართა. აღნიშნულის შესახებ ნატო-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

„ცალმხრივი ნაბიჯები რეგიონის სახელის ან სტატუსის შეცვლის თაობაზე ზიანს აყენებს საქართველოში სიტუაციის დარეგულირების ძალისხმევას.

ნატო არ აღიარებს, არ სცნობს საქართველოს რეგიონებს აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს, როგორც დამოუკიდებელ სახელმწიფოებს“, - აღნიშნულია ნატო-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ალიანსის განცხადებით, „ნატო სრულად უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში“.

"ინტერპრესნიუსი"

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა

"პუტინის მზარეულის" საცეცები მსოფლიო სოციალურ ქსელებში - როგორ მუშაობს რუსული "ტროლების ფაბრიკა"