კალიფორნიის შტატში სკოლაში სროლის შედეგად მასწავლებელი და 8 წლის მოსწავლე დაიღუპნენ

კალიფორნიის შტატში სკოლაში სროლის შედეგად მასწავლებელი და 8 წლის მოსწავლე დაიღუპნენ

კალიფორნიის შტატში, ქალაქ სან ბერნანდინოს ერთ-ერთ სკოლაში სროლის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა, დაწყებითი კლასების მასწავლებელი და მისი 8 წლის მოსწავლე. აღნიშნულის შესახებ ქალაქის პოლიციის უფროსმა ჯაროდ ბურგუანმა პრესკონფერენციაზე განაცხადა.

პოლიციის უფროსის თქმით, ასევე, სროლის შედეგად ცხრა წლის მოსწავლე დაშავდა, რომლის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

ჯაროდ ბურგუანის განცხადებით, 53 წლის სედრიკ ანდერსონის თავდასხმის ობიექტი მისი მეუღლე იყო, რომელიც სკოლაში მასწავლებლად მუშაობდა. სკოლაში ცეცხლის გახსნის შემდეგ თავდამსხმელმა თავი მოიკლა.

სედრიკ ანდერსონი წარსულში ნასამართლევი იყო, იარაღის უკანონო ტარების, ოჯახში ძალადობისა და ნარკოტიკების გავრცელების მუხლებით.

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა

"პუტინის მზარეულის" საცეცები მსოფლიო სოციალურ ქსელებში - როგორ მუშაობს რუსული "ტროლების ფაბრიკა"