სირიაზე დარტყმის გადაწყვეტილება დონალდ ტრამპს ივანკა ტრამპმა მიაღებინა?

სირიაზე დარტყმის გადაწყვეტილება დონალდ ტრამპს ივანკა ტრამპმა მიაღებინა?

აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის შვილის ერიკ ტრამპის განცხადებით, მისმა დამ ივანკა ტრამპმა მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებაზე, დარტყმა განეხორციელებინა სირიაზე.

"ივანკა გულგატეხილი და აღელვებული იყო იდლიბში ქიმიური იარაღით თავდასხმის გამო", - განუცხადა მან ბრიტანულ გაზეთს The Daily Telegraph.

"ივანკა სამი შვილის დედაა და მას გავლენა აქვს. დარწმუნებული ვარ, მან მამას უთხრა: "მისმინე, ეს საშინელებაა". მამაჩემი ასეთ დროს ქმედებებზე გადადის", - განაცხადა მან.

ბრიტანული გამოცემა Independent-ის ინფორმაციით, ივანკა ტრამპის გავლენამ მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ტრამპის მიერ სირიაზე საჰაერო დარტყმის შესახებ გადაწყვეტილების მიღებაში.

შეგახსენებთ, სირიაში, 4 აპრილს სავარაუდოდ, ქიმიური იარაღის გამოყენების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 74-მდე გაიზარდა და მათგან 20 ბავშვია. სირიის პროვინცია იდლიბში, ქალაქ ხენ-შეიხუნში, 4 აპრილს გამთენიისას თავდასხმა მაშინ განხორციელდა, როდესაც მოსახლეობას ჯერ კიდევ ეძინა. ტელეკომპანია "ალ ჯაზირას" ინფორმაციით, გარდაცვლილთა რაოდენობა 100-საც აღწევს, რადგან არიან ისეთებიც, რომლებიც ამჟამად უგზო-უკვლოდ დაკარგულებად ითვლებიან და მათი უმრავლესობა ბავშვია...

ასევე წაიკითხეთ:

უმძიმესი კადრი: სირიელი მამა ქიმიური თავდასხმის დროს დაღუპულ ტყუპ შვილს ეხუტება...

"ავიადარტყმების შემდეგ, ადამიანები მიწაზე ეცემოდნენ და იხუთებოდნენ..." - ქიმიური იარაღის გამანადგურებელი კვალი სირიაში

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა

"პუტინის მზარეულის" საცეცები მსოფლიო სოციალურ ქსელებში - როგორ მუშაობს რუსული "ტროლების ფაბრიკა"