დონალდ ტრამპი - ჩრდილოეთ კორეა პრობლემებს ეძებს

დონალდ ტრამპი - ჩრდილოეთ კორეა პრობლემებს ეძებს

ჩრდილოეთ კორეა ეძებს პრობლემებს, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელ "ტვიტერში" წერს.

"ჩრდილოეთ კორეა ეძებს პრობლემებს. თუ ჩინეთი გადაწყვეტს, რომ დაგვეხმაროს, არაჩვეულებრივი იქნება. თუ არა, მათ გარეშე გადავწყვეტთ ამ პრობლემას. აშშ", - წერს დონალდ ტრამპი.

ფხენიანი მკაცრად უპასუხებს პროვოკატორების ქმედებებს, - ნათქვამია ჩრდილოეთ კორეის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში, რომელიც ქვეყნის ცენტალურ გაზეთებში გავრცელდა. აღნიშნული წარმოადგენს ოფიციალური ფხენიანის პასუხს აშშ-ის გადაწყვეტილებაზე კორეის ნახევარკუნძულისკენ სამხედრო ხომალდების ჯგუფის გაგზავნის თაობაზე.

"პროვოკატორების ქმედებების საპასუხოდ ფხენიანი მძლავრი იარაღის მეშვეობით ყველაზე მტკიცე კონტრზომებს მიიღებს, რათა სახელმწიფოს დაცვა უზრუნველყოს და ჩვენ მიერ არჩეულ გზას მივყვეთ", - აღნიშნა ჩრდილოეთ კორეის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ ჩრდილოეთ კორეაში შეჭრაზე მიმართულმა აშშ-ის უგუნურმა ქმედებებმა, სერიოზულ ფაზას მიაღწია.

"ტრამპის ადმინისტრაციის გადაწყვეტილება კორეის ნახევარკუნძულის სამხრეთ ნაწილში სამხედრო ხომალდების განთავსებაზე გავლენას ვერ მოახდენს ჩრდილოეთ კორეის განვითარებაზე", - აღნიშნულია განცხადებაში.

"ფხენიანი ნებისმიერი ომისთვის მზად არის, ხოლო ვაშინგტონს პასუხისმგებლობა დაეკისრება აღმაშფოთებელი ქმედებების კატასტროფულ შედეგებზე", -აღნიშნეს ჩრდილოეთ კორეის საგარეო საქმეთა სამინისტროში.

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა

"პუტინის მზარეულის" საცეცები მსოფლიო სოციალურ ქსელებში - როგორ მუშაობს რუსული "ტროლების ფაბრიკა"